Accentnews.ge
"ევროპულმა საქართველომ" მერობის კანდიდატები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" მერობის კანდიდატები წარადგინა

16/08/2021 13:10:18 პოლიტიკა

"ევროპულმა საქართველომ" მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, ხონში ზურაბ ჯიბუხაიას და თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძის კანდიდატურები ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებით არიან შერჩეული.

რაც შეეხება დანარჩენ მერობის კანდიდატებს, ესენი არიან:

  • გორი - ეთერ ჯალაღონია;
  • ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი;
  • ​ახალქალაქი - არაენ კარაპეტიანი;
  • მარნეული - ახმედ იმამკულიევი;
  • ​სამტრედია - ჟუჯუაბა ფოფხაძე;
  • კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე;
  • ამბროლაური - მაია კაციტაძე;
  • თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი;

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა მუნიციპალიტეტები, სადაც "ევროპული საქართველო" შეთანხმებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერს. ეს მუნიციპალიტეტებია:

  • ქუთაისი
  • ბათუმი
  • ზუგდიდი
  • თელავი
  • რუსთავი
  • წყალტუბო
  • მარტვილი
  • ქობულეთი
  • ხულო
  • ასპინძა
  • ახმეტა
  • გურჯაანი
  • დმანისი
  • ლანჩხუთი
  • მესტია
  • ჭიათურა

ცნობისთვის: ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატად თბილისის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა წარდგენილი, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S