Accentnews.ge
საქართველო ქაბულში დარჩენილი თანამოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საქართველო ქაბულში დარჩენილი თანამოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

16/08/2021 08:00:43 პოლიტიკა

საქართველო ქაბულში დარჩენილი თანამოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით", - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინის ბორტით უნდა წამოსულიყვნენ, თუმცა, დაძაბულობის გამო აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს:

"აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით გვთხოვეს დახმარება, სამწუხაროდ, არ ვიცოდით მათი იქ არსებობა. დაგვირეკეს და გვთხოვეს დავხმარებოდით საქართველოში ჩამოყვანაში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა".

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს ბაზიდან ქაბულის აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით თურქული მხარე მიიყვანს:

"ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. როგორც უკვე აღვნიშნე მათ საწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილები, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში".

ცნობისთვის: ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთი 28 ივნისს დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S