Accentnews.ge
"2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ"

"2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ"

13/08/2021 09:48:05 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის მართვაში მოქალაქეებისგან თანადგომას ითხოვს და მათ მოუწოდებს, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში თავი შეიკავონ ქორწილებისა და ქელეხების გადახდისგან.

"მაქსიმუმ, 2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი "ბუსტერი", რომ იტყვიან, გამავრცელებელი ვირუსის, ქორწილის გადახდა შემოდგომაზე, მე მგონი, კიდევ უფრო სასურველია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზედიზედ მე-4 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5359 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2726 პირი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 პირი გამოჯანმრთელდა, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S