Accentnews.ge
"პანდემია შესაძლოა, 2-3 წელიწადი გაგრძელდეს"

"პანდემია შესაძლოა, 2-3 წელიწადი გაგრძელდეს"

13/08/2021 08:24:45 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემია შესაძლოა, 2-3 წელიწადი გაგრძელდეს.

მისი თქმით, პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელია კოვიდ–საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.

"ისე მიმდინარეობს გლობალური ტენდენცია, ვისმენთ ​ჯანმო–ს წარმომადგენლების შეფასებებს, მათ პროგნოზებს, რომ ეს პანდემია გაგრძელდება მეგობრებო. ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს ამის განცდა, რომ პანდემია დასრულდება მსოფლიოში წლის ბოლოს, ასე არ მოხდება. ეს შესაძლოა, გაგრძელდეს კიდევ 2-3 წელიწადი. მეცნიერები ზუსტ პროგნოზს ვერ ამბობენ იმიტომ, რომ დამოკიდებული არიან ადამიანის ქცევაზე. ჩვენი გონივრული ქცევა უნდა იყოს შემდეგი: აუცილებელია აცრის ჩატარება. როგორც იცრებიან ადამიანები ჩვეულებრივი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, ანალოგიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აცრის ჩატარება. აცრა არის სრულიად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S