Accentnews.ge
"აშშ მოქალაქეებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის, ამის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს"

"აშშ მოქალაქეებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის, ამის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს"

13/08/2021 08:10:32 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სექტემბრიდან აშშ-ში ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს და ამის გაკეთება საქართველოსაც მოუწევს.

"ამერიკის შეერთებული შტატები სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერის“ ვაქცინას და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება. ამიტომ, თავის დაზღვვევის მიზნით საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს სამარისი რაოდენობის ვაქცინები, უნდა ავიცრათ ყველანი. დავარწმუნოთ მშობლები, შვილები, ახლობლები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ჩემს ირგვლივ ახლობლები, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S