Accentnews.ge
NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 76% უჭერს, ნატო–ში - 74%

NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 76% უჭერს, ნატო–ში - 74%

12/08/2021 09:01:12 პოლიტიკა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატო–ში - 74%.

11-11% ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია. ევროკავშირის შემთხვევაში 13% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ნატო–ს შემთხვევაში - 14%.

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S