"ევროპული საქართველო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" თბილისში მაჟორიტარობის ერთობლივ კანდიდატებს წარადგენენ
11/08/2021 08:48:46 პოლიტიკა
"ევროპული საქართველო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" თბილისში მაჟორიტარობის ერთობლივ კანდიდატებს წარადგენენ.
"ჩვენ ვართ განსაკუთრებულ არჩევნებში, არჩევნებში, რომელიც არსებითად არის რეფერენდუმი ჩვენი მომავლში შესახებ. ეს არის რეფერენდუმი მშვიდობასა და ძალადობას შორის, ჩვენს დასავლურ ორიენტაციასა და რუსეთის მონობას შორის", - აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის "დროა", "ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "ევროპული საქართველო" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს.


