ტიკარაძე – თელავის ღონისძიებაზე: "არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს"
11/08/2021 08:04:37 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისიტრი ეკატერინე ტიკარაძე თელავში კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ეხმიანება და აცხადებს რომ "არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს".
ტიკარაძის თქმით, ღონისძება კულტურის სამინისტროს ორგანიზებული არ ყოფილა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია:
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს გაკონტროლება და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს".
კულტურის სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს მართავს, სადაც არ არის დაცული დისტანცია და დამსწრეებს, ხშირ შემთხვევაში, არ უკეთიათ პირბადე.
10 აგვისტოს მომღერალ თემურ წიკლაურის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც პირველ თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა, კულტურის სამინისტრომ თელავში ხალხმრავალი ღონისძიება გამართა.


