"იმედის" დაკვეთით ჩატარებული GORBI-ს კვლევა: "ოცნება" – 46,8%, ენმ –27,1%, გახარიას პარტია 8,7%
10/08/2021 17:47:58 პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 8,7%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- “ლელო“ – 3.4 %
- „ევროპული საქართველო“ – 3.3 %
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- 3 %
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.8 %
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით - პლუს-მინუს 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.


