Accentnews.ge
"პასუხისმგებლობას არავინ გაურბის"

"პასუხისმგებლობას არავინ გაურბის"

10/08/2021 08:23:41 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობას არავინ გაურბის.

ჟურნალისტს კითხვაზე, "ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა?", ტიკარაძე კითხვითვე პასუხობს:

„სულ მაინტერესებს, ამ კითხვაზე რა მოლოდინი გაქვთ, რომ პასუხი გაგცეთ? რას ნიშნავს, პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ეს არის ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის“.

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი პროცესს შესაბამისად მართავენ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა ასევე სასწრაფო დახმარების სამსახურის საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ გამოძახებები 50 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი:

„სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, შეზღუდულები ვართ, მაგრამ პრიორიტეტიზაციის პრინციპით მივდივართ ადგილზე, ბინაზე ყველა პაციენტთან. ისინი ახდენენ შემდეგ, რა თქმა უნდა, ტრიაჟს ამ პაციენტებისას უკვე ბინაზე და იღება გადაწყვეტილება, თუ სად არიან ეს პაციენტები გადასაყვანები, სასტუმროში კლინიკაში თუ ბინაზე დასატოვებელი".

მისი თქმით, კოვიდპროცესის მართვაში ონლაინ ჩართულია 520 ექიმი, ასევე უბნის ექიმები და ოჯახის ექიმები.

ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S