Accentnews.ge
"ვერ შევაგროვებთ ისეთ საწოლებს, რომელსაც ექიმი ვერ მოემსახურება, მასეთი სახლებშიც არის"

"ვერ შევაგროვებთ ისეთ საწოლებს, რომელსაც ექიმი ვერ მოემსახურება, მასეთი სახლებშიც არის"

10/08/2021 07:51:48 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულთათვის საჭირო საწოლების რაოდენობა ამოწურვადია.

მისი თქმით, დამატებითი საწოლების მობილიზების შემთხვევაშიც კი სამედიცინო პერსონალი არ იქნება საკმარისი.

"ჩვენ არამარტო მეოთხე ტალღაზე, არამედ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსი არის შეზღუდული. ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს, ან ექიმები ვერ მოემსახურებიან ასეთი საწოლებია არსებობს ბინაშიც, რომელსაც შეიძლება ექიმი ვერ მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი არსებული რესურსის ფარგლებში თავის მაქსიმუმს აკეთებს:

"100 000 სულ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული დაახლოებით სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველა უწყებას შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და სწორედ ამიტომ, არაერთხელ მივმართავთ საზოგადოებას და ვითხოვთ მათგან დახმარებას და მორჩილებას, რადგან ვირუსი გახდეს მეტად მართვადი და არ იყოს კოლაფსი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S