Accentnews.ge
"სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე არ ვმსჯელობთ"

"სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე არ ვმსჯელობთ"

10/08/2021 07:34:18 პოლიტიკა, საზოგადოება

"სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმსჯელობთ", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S