"მდგომარეობა საგანგაშოა, ჩვენ არ ვართ ყოვლიშემძლეები, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ხალხის პასუხისმგებლობაზე"
10/08/2021 07:27:48 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში შექმილ ეპიედმიოლოგიურ მდგომარეობას "საგანაგაშოს" უწოდებს.
მისი თქმით, "ყოვლისშემძლეები არ არიან და მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ხალხის პასუხისმგებლობაზე".
"მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც მისი ყველა უწყება და სიპი, ასევე, ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში ნამდვილად არიან ჩართული პროცესისი მართვაში, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც მედიას ასევე, მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენ გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და მნიშვნელოვნად დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


