Accentnews.ge
"მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია"

"მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია"

10/08/2021 07:22:50 პოლიტიკა, საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში პანდემიის მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია.

„მესამე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა "დელტა" შტამს. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით. ახალ შტამს, როგორც უკვე მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, აქვს სხვა ტემპი და სირთულე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: საქართველომ ერთ დღეში ორი კოვიდ–ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ 5 697 პირს დაუდასტურდა, დაავადებისგან 2 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S