საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს
09/08/2021 14:43:16 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, "გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს".
როგორც უწყებაში აცხადებენ, პრეზიდენტი აუქმებს ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.
"ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!" - ნათქვამია განცხადებაში.


