Accentnews.ge
დეგნანი: "პოლიტიკურ ლიდერებს თუ სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ ამისთვის საგზაო რუკა აქვთ"

დეგნანი: "პოლიტიკურ ლიდერებს თუ სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ ამისთვის საგზაო რუკა აქვთ"

09/08/2021 14:09:32 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებლად ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შესაბამისი საგზაო რუკა აქვთ.

"მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ შეთანხმებულ საგზაო რუკაში შესულია ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს დემოკრატიისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად. ყველა მექანიზმი არსებობს, ყველა რეფორმა ნათელია, რომლის გატარებითაც უნდა დაიწყოს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების პროცესი. ერთადერთი რისი ნაკლებობაცაა, პოლიტიკური ნებაა. თუ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს სურთ პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, მათ აქვთ საგზაო რუკა ამისთვის", - აცხადებს დეგნანი.

ამასთან, მან წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროს ხალხი პროვოკაციული და ექსტრემისტული განცხადებების გაკეთებისკენაა მიდრეკილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S