Accentnews.ge
ფრიდი - "ოცნებას": "იფიქრეთ ქვეყანაზე! არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ?"

ფრიდი - "ოცნებას": "იფიქრეთ ქვეყანაზე! არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ?"

09/08/2021 12:26:14 პოლიტიკა

"იფიქრეთ ქვეყანაზე! ამას ვეტყოდი "ქართულ ოცნებას": არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ", - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.

მან საქართველოში პოლიტიკურ პარტიენზე და ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის მათ როლზე ისაუბრა:

"იფიქრეთ ქვეყანაზე!" ამას ვეტყოდი "ქართულ ოცნებას": არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ. ოპოზიციურ პარტიებს კი ვეტყოდი, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, შექმნას პირობები უკეთესი მმართველობისთვის, არა მხოლოდ ქაოსი. ეს მხოლოდ ელიტებს შორის მანევრირება არ უნდა იყოს. ქართველი ხალხისთვის მუშაობა და მათი დახმარების გზის პოვნა არის ის, რაც უკეთეს პოლიტიკას შექმნის. და ლიდერი, რომელიც აღმოაჩენს ამ გზებს, დაიწყებს არჩევნების მოგებას. ვიცი, ეს საშინლად გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე უსასრულო პოლიტიკური მანევრირება, რაც აუცხოებს ადამიანებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S