"10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა უნდა იყოს"
09/08/2021 11:08:39 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა უნდა იყოს. ამის შესახებ მან საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციისას აღნიშნა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა ქვეყნის ოკუპაციაა.
„ჩვენ ახლა აგვისტოს კვირეულში ვიმყოფებით, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მძიმე მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა 13 წლის წინ. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს მთლიანობაში, 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა და ამ მიმართულებით რუსეთთან დიალოგის მომზადება, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაც და ამ კონფლიქტის და ოკუპაციის დასრულება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


