Accentnews.ge
"მინდა, ვთხოვო პარტიების კანდიდატებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია"

"მინდა, ვთხოვო პარტიების კანდიდატებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია"

09/08/2021 07:22:23 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ამოცანა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა.

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ: ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები. ეს გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველაზე წევრი უნდა იყოს ვაქცინირებული, აცრილი. ჩვენი კანდიდატები, ასევე, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა ვთხოვო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან კანდიდატებს და ამომრჩეველს ასევე მოუწოდა, შეხვედრების დროს პირბადე ატარონ.

თავად ირაკლი ღარიბაშვილი "ფაიზერის" ვაქცინით 8 აგვისტოს აიცრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S