Accentnews.ge
"თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, ფაქტებზე და შედეგებზე ილაპარაკეთ, შედეგი კი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ"

"თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, ფაქტებზე და შედეგებზე ილაპარაკეთ, შედეგი კი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ"

08/08/2021 09:05:54 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომს წინა ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ასე უპასუხა მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, "ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს?".

"ასეთი გონორით ნუ ლაპარაკობთ აქ, თქვენ აქ გმირი ოჯახების წინაშე ხართ. თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, ფაქტებზე და შედეგებზე ილაპარაკეთ, შედეგი კი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და, შესაბამისად, ამაზე ვილაპარაკოთ და იმაზე ვიფიქრო, თუ როგორ დავძლიოთ დეოკუპაცია. თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის და თქვენი ლიდერის, მფლობელის და მაკონტროლებლის ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა, ეს იყო ასე ვთქვათ, დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია. შესაბამისად, მე გთხოვთ, რომ ისეთი თემები როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები“, - განცხადა ღარიბაშვილმა.

7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S