Accentnews.ge
"შეიძლება, ვერ ვხედავდეთ კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის"

"შეიძლება, ვერ ვხედავდეთ კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის"

08/08/2021 08:52:27 პოლიტიკა

"შეიძლება, ვერ ვხედავდეთ კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის", – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე მომავლისა და იმედის დღეა:

"დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რათა პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ესენი შედიან ქართველების იმ ძალიან დიდ რიგებში, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგანაც ეს ამავე დროს არის იმედის დღე, ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასდროს უნდა დავკარგოთ. მე მახსენდება, წლების განმავლობაში როგორ გვჯეროდა ძალიან ბევრს საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როდესაც არსებობდა საბჭოთა კავშირი და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა. შეიძლება, ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ამას ჩვენ რომ დღეს დაზუსტებით ვერ ვხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის. ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე არის ზუსტად ამ გზის დაჯერების დღე".

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ასეთი მტკიცე, როგორიც დღესაა, არასდროს ყოფილა:

"ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, ასეთი მტკიცე არ ყოფილა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება და ესეც არის საქართველოს ისტორია, რომელიც შედგება გამარჯვებებისა და დამარცხებებისგან, მაგრამ მიდის წინ. ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება, ჩვენ ყველანი ვნახავთ, თქვენ ჩემზე ახალგაზრდები ხართ, მაგრამ მეც ვნახავ საქართველოს გამთლიანებას და მინდა, ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იყო იმედისთვის თავდადება“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S