Accentnews.ge
ზუგდიდის მერიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

ზუგდიდის მერიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

06/08/2021 13:54:22 პოლიტიკა, საზოგადოება

ზუგდიდის მერიის დაკვეთით ქალაქის ცენტრში ხალხმრავალი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება 5 აგვისტოს ჩატარდა და ბიუჯეტიდან ამისთვის 19 000 ლარი გამოიყო.

მერიამ მომსახურება ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვით ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალურ-გასართობი გადაცემის "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" გუნდს დაუკვეთა.

"მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობაბა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის", - აღნიშნავდა ზუგდიდის მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.

მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, ზუგდიდში მერიის ინიციატივით გამართულ კონცერტზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და არც დისტანცია იყო დაცული.

ცნობისთვის: საქართველო პანდემიის მეოთზე ტალღას ებრძვის. ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში კოვიდ–ინფცირების დღიური მაჩვენებლი საშუალოდ 4000–მდეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3780 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2 052 პირი გამოჯანმრთელდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 436 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 453 პირი გამოჯანმრთელდა, 5 986 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 583 647 ადამიანი, დღიურად აცრილია 19 067.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S