"გამოსავალი პროდასავლური ძალების გაერთიანებაა"
06/08/2021 12:16:25 პოლიტიკა
“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებებისკენაა მიმართული. მისი შეფასებით, გამოსავალი ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანებაა.
ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ, ამას ორი წინაპირობა აქვს - ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალდებულებები რუსეთთან და „ოცნების“ დაუოკებელი სურვილი ხელისუფლების შენარჩუნების, თუნდაც ეს ქვეყნის ევროატლანიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდეს... სად არის გამოსავალი? „ოცნების“ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 ში, ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება. დროა საზოგადოების სრული მობილიზების და გაერთიანების“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


