Accentnews.ge
სააკაშვილი – რუსეთის განცხადებაზე: "არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს"

სააკაშვილი – რუსეთის განცხადებაზე: "არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს"

06/08/2021 12:01:29 პოლიტიკა

"რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მხარეზეა და ითხოვენ ჩემს დაბრუნებას საქართველოში, ვერანაირი ასეთი განცხადებები ვერ ააღებინებს ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს და მითუმეტეს, არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს", – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რუსებს მიხეილ სააკაშვილი იმდენად არ აშინებთ, რამდენადაც მასთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება.

„რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს მხარეზეა და ითხოვენ ჩემს დაბრუნებას საქართველოში. მათ კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. მათ ასევე იციან, რომ შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და პრაქტიკულად, მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის, ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას. მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ არავისთან არ გვინდა კონფრონტაცია, მათ შორის არც რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა არცერთი მხრიდან, მაგრამ ვერანაირი ასეთი განცხადებები ვერ ააღებინებს ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს და მითუმეტეს, არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს.

მათ იმდენად სააკაშვილი არ აშინებთ, რამდენადაც ჩემთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება.

მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, არეულობა და ქართველი ხალხი იხრჩობოდეს სიღარიბის ჭაობში. მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა - არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს არ მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილს მისცეს ორი მილიარდი დოლარი - ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა.

ჩვენ ბოლომდე წავალთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემდეგ, აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას, ყველა ჩვენს მეზობელთან“, - წერს სააკაშვილი.

ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააანონსა.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვი აცხადებს, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S