"წვრთნა მნიშვნელოვანია, რათა შევაჩეროთ ჩვენი მტრები"
06/08/2021 09:21:04 პოლიტიკა
"წვრთნა მნიშვნელოვანია, რათა შევაჩეროთ ჩვენი მტრები, ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ და ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად გააძლიერებენ თავის მოქნილობას, უნარს", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit – 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნებია, ეს გამოწვევის დროა, როდესაც სწორედ ნამდვილი პარტნიორები, ნამდვილი მეგობრები გამოდიან წინა პლანზე და ამის დემონსტრირებას ახდენს, რომ ეს არის ნამდვილად ამ პარტნიორობის, ამ მეგობრობის გზაზე დამდგარი.
„დიდი მადლობა ასევე მათ, ვინც დაგეგმეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ნატო-ს წარმომადგენლებს, შეერთებული შტატების წარმომადგენლებს და ყველა, ყველა იმ ერთეულს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ძალზე რთულ წვრთნებში. [...] ეს წვრთნები სწორედ იმაზე მიუთითებენ, რომ საქართველომ არნახულად დიდი პროგრესი განიცადა ამ თავის აღმავალ გზაზე და თითოეული თქვენგანი, ვინც აქ დგას, თქვენი აქ დასწრება მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საგანგებო მნიშვნელობა გაქვთ და ამ წვრთნას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. სს აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენს მოვალეობას და რასაკვირველია, ჩვენ ამითი შევბორკავთ აგრესიას. თითოეული თქვენგანი ამას გააკეთებს და აღნიშნული წვრთნა არნახულად მნიშვნელოვანია, რათა შევაჩეროთ ჩვენი მტრები, ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ და თქვენი მოქალაქეები, თქვენი ჯარისკაცები, საქართველოს მივმართავ, ნამდვილად გააძლიერებენ თავის მოქნილობას, უნარს“, – განაცხადა ელჩმა.


