Accentnews.ge
პენტაგონის წარმომადგენელი: "მოვუწოდებთ ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ"

პენტაგონის წარმომადგენელი: "მოვუწოდებთ ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ"

06/08/2021 08:01:52 პოლიტიკა

"მოვუწოდებთ ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ", – ამის შესახებ პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ალტონ ბულანდმა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება: უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მომავალი“.

მისი თქმით, კრემლის მოქმედება შავ ზღვაში შემაშფოთებელია.

"შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის. საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაწევის კუთხით მტკიცე ერთგულებას ვიჩენთ, ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ", – განაცხადა ალტონ ბულანდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S