
1 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
01/08/2019 02:55:30 სხვა, საზოგადოება
დღეს ცხელი, თუმცა ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, 1 აგვისტოს როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთში ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-ში იქნება. ამასთან, ზოგ ადგილას დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება ქარი 17-22 მ/წმ-მდე.
რაც შეეხება ტემპერატურას, 1 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27+32 გრადუსი იქნება, მთაში +26+31 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთაში- +23+28 გრადუსი.აღმოსავლეთ საქართველოში +32+37 გრადუსი, მთაში +28+33 გრადუსი, მაღალმთაში +20+25 გრადუსი იქნება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.