8 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩავლენ
05/08/2021 07:27:39 პოლიტიკა
კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის გამო დიდს ბრიტანეთს 8 აგვისტოდან საქართველო „წითელ ქვეყანათა“ სიაში შეჰყავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ვეღარ ჩავლენ.
მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ვერ ჩავა, თუ უახლოესი 10 დღის განმავლობაში "წითელ ქვეყანაში" იმყოფებოდა.
ამასთან, ბრიტანეთში ჩასვლის უფლების მქონე ყველა მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინი, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს და ასევე, სხვა დაწესებული შეზღუდვების შესრულება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3670 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2626 პირი გამოჯანმრთელდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.


