ენმ–მ და „ევროპულმა საქართველომ“ არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანეს
04/08/2021 11:46:57 პოლიტიკა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად შეიტანეს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში "ქართული ოცნების" მმართველობა დასრულდება. მათი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელმაც ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები უნდა მოუტანოს.
მანამდე კი, ცესკო–ს განაცხადით მიმართა 14-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა, მათ შორის, 6 უკვე დარეგისტრირებულია. ესენია პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც არ ჰყავთ პარლამენტში წარმომადგენლები და არც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. ხოლო იმ პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ, ცესკო–ს განაცხადით, 6 აგვისტომდე უნდა მიმართონ. საარჩევნო სიის წარსადგენად კი 1 თვეზე მეტი დრო აქვთ.
ცნობისთვის: წინასაარჩევნო კამპანია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურად გუშინ 3 აგვისტოს, დაიწყო. არჩვენები 2 ოქტომბერს გაიმართება.


