
ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მძიმე მდგომარეობაშია
29/07/2019 06:11:58 სხვა, სამართალი
ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.
76-ისა და 67 წლის პაციენტები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ. მოწამლულები და გარდაცვლილიც ნათესავები არიან.
მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.