Accentnews.ge
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა

03/08/2021 18:18:30 პოლიტიკა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, სპორტული კარიერა დაასრულა. 30 წლის სპორტსმენმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში, პირად გვერდებზე გაავრცელა.

“მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის. რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი. დაბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი“, - დაწერა ხინჩეგაშვილმა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი არჩევნებისთვის გორში მერობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S