მედია: თბილისს შესაძლოა, შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს
03/08/2021 17:57:54 პოლიტიკა
„ფორმულას“ ინფორმაციით, თბილისს შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლარაკებები გარკვეული ფორმით განახლდეს. ინფორმაცია, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.
ინფორმაციის შესახებ „ფორმულას“ ეთერში გიორგი ვაშაძეს ჰკითხეს, რომელიც სხვა ოპოზიციონერი კოლეგებთან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფბოდა, თუმცა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ არაფერს გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდნტის მედიაციით შედგენილი დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. 19 აპრილის შეთანხმებას წინ 6–თვიანი დაძაბული მოლაპარაკებები უძღოდა.


