Accentnews.ge
გახარია - "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე: "გამოძიება უნდა ჩატარდეს"

გახარია - "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე: "გამოძიება უნდა ჩატარდეს"

03/08/2021 14:30:46 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია ამბობს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს "მთავარი არხის" გავრცელებულ ჩანაწერებზე.

ამასთან, ყოფილ პრემიერს, ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვს.

"რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარია, დიდი ეჭვი მეპარება ავთენტურობაში... პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და სახელმწიფოს გასაკეთებელია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს, მანამდე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია", - განაცხადა გახარიამ თემის კომენტირებისას.

ინფორმაციისთვის: ჩანაწერები "მთავარი არხის" ინფორმაციით, გახარიას პრემიერობის დროს არის გაკეთებული.

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.

აღნიშნულს უწყების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდეს სუს–ში.

"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ პოლიტკოსებს, მათ შორის – სახელისუფლებო გუნდიდან, ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თანამდებობის პირებს. რიგმა ფიგურანტმა ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S