ირაკლი ღარიბაშვილი სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობას დებს
03/08/2021 12:06:56 პოლიტიკა
საქათველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ჩატარდება.
"მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


