Accentnews.ge
“მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა“ – ომბუდსმენი პოლიტიკოსებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწდებს

“მოსახლეობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა“ – ომბუდსმენი პოლიტიკოსებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწდებს

03/08/2021 11:41:08 პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მოიწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდი ვაქცინაციაზე ინფორმაციის გავრცელებასა და წახალისებას დაუთმონ.

ლომჯარიას შეფასებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში.

“დღეს, როდესაც გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მოსახლეობა დგას ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე, რა შეიძლება გავაკეთოთ?

ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს (როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს) შეუძლიათ მნიშნელოვანი წვლილის შეტანა აცრების მხარდამჭერი კამპანია-აგიტაციის წარმოებაში! თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!

პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში.

პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, სამედიცინო პერსონალის/პედაგოგების/სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა; ასევე, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში!”- წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S