Accentnews.ge
ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლები აღდგება

ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლები აღდგება

03/08/2021 11:37:55 პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადებით, ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლები აღდგება.

მისივე თქმით, გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის, ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1 300-ზე მეტ ოჯახს გაეწია სოციალური დახმარება.

„გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის, ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1 300-ზე მეტ ოჯახს გავუწიეთ სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S