Accentnews.ge
ღარიბაშვილი – IRI-ს კვლევებზე: "არასოდეს ვენდობოდით ენმ–ის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს"

ღარიბაშვილი – IRI-ს კვლევებზე: "არასოდეს ვენდობოდით ენმ–ის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს"

03/08/2021 11:10:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევას სანდოობას არ უცხადებს, ვინაიდან მისივე თქმით, ეს კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" შეკვეთილია.

"ჩვენ არასოდეს ვენდობოდით, "ნაციონალური მოძრაობის" კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ჩატარებული კვლევები, ძალიან დიდ კითხვებს იწვევს. ორგანიზაციები, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არიან უშუალოდ მართულები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ის მიერ შესრულებული კვლევები,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსიივე თქმით, ყველაზე რეალური კვლევაა არჩევნები, სადაც მოსახლეობა გადაწყვეტს, როგორ განვითარდება ქვეყანა.

მან მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S