აშშ–ის ელჩმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობის საკითხი განიხილეს
02/08/2021 17:19:40 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა.
"ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. დღეს ელჩი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა და მათთან მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძირითად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს წინსვლის გზები განიხილა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ყველა პარტიის ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


