Accentnews.ge
IRI – რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყნად რუსეთს, კარგ პარტნიორად კი აშშ-ს ასახელებს

IRI – რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყნად რუსეთს, კარგ პარტნიორად კი აშშ-ს ასახელებს

02/08/2021 17:00:28 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 60%-ს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია, 56%-ს კი - ევროკავშირი.

რესპონდენტთა 79% კი საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანად რუსეთს ასახელებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S