Accentnews.ge
ერდოღანი: "ჩემს ძვირფას ძმასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონული საკითხები განვიხილე"

ერდოღანი: "ჩემს ძვირფას ძმასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონული საკითხები განვიხილე"

02/08/2021 15:15:28 პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ჩემს ძვირფას ძმასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, სატელეფონო ზარი მქონდა. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა და რეგიონული საკითხები. მადლობა გადავუხადე ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც სურს, რომ ტყის ხანძრები მალე დასრულდეს და გამოხატა თანადგომა მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. აღვნიშნე, რომ თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ამ დღეებში, უფრო მრავალმნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აუცილებელია ერთად მოქმედება - განსაკუთრებით, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, გამოვთქვი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმაგი მექანიზმის ამოქმედების სურვილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა მინისტრებისა და პრემიერების დონეზე“, - აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S