IRI: გამოკითხულთა 79% საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ქვეყნად რუსეთს აღიქვამს
02/08/2021 14:33:39 პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 79% ამბობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ქვეყანა რუსეთია.
ამავე კვლევის მიხედვით, მეორე ადგილს საფრთხეების თვალსაზრისით თურქეთი იკავებს, მას მოსახლეობის 15% ასახელებს.
შემდეგი პოზიციები შემდეგნაირად ნაწილდება:
აზერბაიჯანი - 5%
ირანი - 5%
აშშ - 5%
სომხეთი - 4%
ჩინეთი - 3%
ევროკავშირი - 2%
უკრაინა - 1%
არც ერთ ქვეყანას 2% ასახელებს, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია.


