Accentnews.ge
IRI: გამოკითხული მოსახლეობის 41% მიშელის დოკუმენტს ეთანხმება, 29% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

IRI: გამოკითხული მოსახლეობის 41% მიშელის დოკუმენტს ეთანხმება, 29% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

02/08/2021 14:18:20 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედით, გამოკითხულთა 62%-ს სმენია 19 აპრილის შეთანხმების შესახებ, რომლის შედეგადაც ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტა. 32%-ს კი – არა.

მათგან 41%, ვისაც 19 აპრილის შეთანხმებაზე სმენია, აცხადებს, რომ დოკუმენტზე პოლიტიკოსების მიერ ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეთანხმება.

  • 36% - უფრო ეთანხმება.
  • 12% - უფრო არ ეთანხმება;
  • 6% - კატეგორიულად არ ეთანხმება;
  • 6% - პასუხზე უარს აცხადებს.
  • ამავე კვლეის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 29% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ეთანხმება. შეკითხვაზე, ეთანხმებით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პასუხები ასე გადანაწილდა:
  • 29% -ეთანხმება
  • 22% - ნაწილობრივ ეთანხმება
  • 12 %-ნაწილობრივ არ ეთანხმება
  • 27%- არ ეთანხმება
  • 10% არ იცის/ პასუხი არ აქვს

კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, იქნება თუ არა მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, 14% თვლის, რომ სრულად თავისუფალი და სამართლიანი იქნება. 38% ამბობს, რომ შესაძლოა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. 25% კი ფიქრობს, რომ შესაძლოა არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

სრულად არა თავისუფალი და სამართლიანი - ამბობს გამოკითხულთა 13%.

არ იცის/ან პასუხი არ აქვს - 9%.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. ის წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით.

ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S