Accentnews.ge
"მოპედებისთვის მართვის მოწმობის აღება 2022 წლიდან სავალდებულო გახდება"

"მოპედებისთვის მართვის მოწმობის აღება 2022 წლიდან სავალდებულო გახდება"

02/08/2021 11:36:58 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წლიდან დაინერგება მოპედების რეგისტრაციის მექანიზმი და მძღოლებისთვის სავალდებულო გახდება შესაბამისი მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება. ამის შესახებ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

“2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდება ორეტაპიანი, რაც გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ასევე განხორციელდება მოპედების რეგისტრაცია და სავალდებულო გახდება შესაბამისი მოწმობის გამოცდის ჩაბარება”, –განაცხადა მინისტრმა.

შსს–ს ცნობით, “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონს დაემატება სატრანსპორტო საშუალებათა AM [მოპედი] და “A2” [საშუალო სიმძლავრის მოტოციკლი] კატეგორია/ქვეკატეგორია.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ცვლილებებით სავალდებულო ხდება მოპედის სათანადო წესით რეგისტრაცია. ასევე მოპედის მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, რომელიც 16 წლის ასაკიდან გაიცემა. რაც შეეხება გამოცდას ის მხოლოდ თეორიული იქნება და მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება არ მოუწევთ. ასევე მოპედის მართვის უფლება ექნება ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S