“გასტაცა? დააყაჩაღა?” – შს მინისტრის ირონიული პასუხი წულუკიანზე
02/08/2021 11:16:17 პოლიტიკა
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას, ჩაიდინა თუ არა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი გასტაცა, ირონიულად პასუხობს:
“გაიტაცა? დააყაჩაღა? კარგით ახლა… მეც არ დამაბრალოთ რამე… თქვენ რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი… რა პასუხი უნდა გაგცეთ?!” – ამბობს გომელაური.
რაც შეეხება წულუკიანის განცხადებას უშუალოდ სამართალდამცველების მიმართ, გომალეური ირწმუნება, რომ არ მოუსმენია:
“არ მომისმენია ნამდვილად რომ არ მოგატყუოთ… ქალბატონი თეა ერთ-ერთი პირველი დამცველია ხოლმე როცა ჩვენი პოლიციელების. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ თეამ ცუდად მოიხსენია პოლიციელები. ვნახავ, არ ვიცი. თეა ჩემი მეგობრია, ძალიან ახლობელია და ცუდს ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი”.
თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა 22 ივლისს წაართვა და უკან ამ დრომდე არ დაუბრუნებია. ინციდენტის დღეს ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა, წულუკიანმა კი თქვა: “ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები”.
იხილეთ ასევე: იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ გატაცებული მიკროფონი: წულუკიანმა კანონი დაარღვია?


