Accentnews.ge
კობახიძე – სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე: "ნ.გ.-ს ზღაპრები და ფანტაზიის ნაყოფია"

კობახიძე – სუს-ის სავარაუდო დოკუმენტზე: "ნ.გ.-ს ზღაპრები და ფანტაზიის ნაყოფია"

02/08/2021 10:33:28 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ სუს-ის სავარაუდო დოკუმენტებს "ფანტაზიის ნაყოფს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ზღაპრებზე და ფანტაზიებზე" კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ნ.გ-ს ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს. არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ეს არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი. როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად. მშვენიერაძე და გვარამია ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, აქედან გამომდინარე, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა და ეს ბუნებრივია, არ ჭრის ქართულ საზოგადოებაში", - აცხადებს კობახიძე.

1 აგვისტოს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა. მისი თქმით, ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S