Accentnews.ge
"პირველი, რაც გავიგეთ პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ოცნების" განცხადება მოულოდნელი იყო"

"პირველი, რაც გავიგეთ პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ოცნების" განცხადება მოულოდნელი იყო"

02/08/2021 09:58:28 პოლიტიკა

პირველი, რაც გავიგეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან არის ის, რომ შარლ მიშელისთვის „ქართული ოცნების" განცხადება იყო მოულოდნელი. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ,- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალუსტებს განუცხადა.

ხაზარაძე იმედოვნებს,რომ პრეზიდენტი თვითონ გააკეთებს განცხადებას თავის პოზიციასთან დაკავშირებით:

„ჩვენ მას გავაცანით „ლელოს" პოზიცია. ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს მანამ, სანამ მისი წევრები და გარანტორები ამ ხელშეკრულების ნაწილია, მათ შორის პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამგვარი შეთანხმებები ასე არ ირღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ბრძოლას გავაგრძელებებთ ხელშეკრულების შესრულებისთვის ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რასაც ჰქვია ქვეყანაში სასამართლო სისტემის მთლიანი რეფორმა, 43%-იანი ბარიერი და ა.შ. ასე, რომ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელშეკრულება არ ანულირებულა, ასეთი ხელშეკრულებების ანულირება ასე არ ხდება, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტს, ის იყო ერთ-ერთი გარანტორი ამ ხელშეკრულების შესრულების და დაველოდოთ მის პოზიციას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S