Accentnews.ge
სამადაშვილი - "ოცნებას": "ის ვალდებულებები, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით გაქვთ აღებული, აუცილებლად შესრულდება"

სამადაშვილი - "ოცნებას": "ის ვალდებულებები, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით გაქვთ აღებული, აუცილებლად შესრულდება"

02/08/2021 09:10:26 პოლიტიკა

დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ქართულ ოცნებას" მიმართავს, რომ "ვალდებულებები, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით აქვთ აღებული, აუცილებლად შესრულდება".

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს.

„დღეს ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ ესწრება ბიუროს სხდომას, ეს არის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს ვალდებულებები რომლებიც აიღო 19 აპრილის შეთანხმების შედეგად. ალბათ, ბატონ კახას და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს დღეს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ბიუროს სხდომა ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე ჩაივლიდა. ის ვალდებულებები, რაც თქვენ აღებული გაქვთ ამ შეთანხმებით, აუცილებლად შესრულდება, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად. მაინტერესებს, რას გეგმავთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, კომიკურად, საკუთარი თავის აბუჩად და მასხრად აგდებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ აღმოაჩინა, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. ჩვენ თქვენგან განსხვავებით ხელი რასაც მოვაწერეთ, ვიცოდით. არ ვთვლით, რომ ხელი მოვაწერეთ რაიმეს, რაც ვთვლით, რომ არის არაკონსტიტუციური. ვაპირებთ, ყველაფრის გაკეთებას, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S