Accentnews.ge
"პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, როგორც მე შევამჩნიე, იგი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში"

"პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, როგორც მე შევამჩნიე, იგი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში"

02/08/2021 08:46:20 პოლიტიკა

"პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, როგორც მე შევამჩნიე, იგი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში", – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება თავისი შინაარსით კონსტიტუციური ჩარჩოა.

"დღეს ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ უმცირესობა, ის ათი პროცენტი დაგვაიგნორა, ამავე დროს არ გაითვალისწინა, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, მე მქონდა შუამავლებთან – ევროკავშირთან და აშშ-სთან. გვკითხა ქალბატონმა სალომემ როგორი დამოკიდებულება გვქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ სრულად განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა, ვიდრე კობახიძის ეს განცხადება იქნებოდა. როგორც მე შევამჩნიე ამ საუბრებში, პრეზიდენტი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამ წუთებში პრეზიდენტი „ლელოს“ წევრებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება. მანამდე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 28 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

"ოცნების" ხსენებულ ნაბიჯს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, აშშ–ისა და ევროკავშირისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. თუმცა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S