5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო
02/08/2021 08:40:33 პოლიტიკა
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო. საკითხის გადადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მოითხოვა.
მისი თქმით, კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტშია, რომლის დეპუტატებიც არ აპირებენ ამ საკითხის გამო სხდომაზე მისვლას.
„გადავდოთ უახლოესი სხდომისთვის. იმედია, ჩვენი კოლეგები შემოგვიერთდებიან“, – განაცხადა სამნიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ საკითხის გადადება სექტემბრისთვის მოხდება.


