"შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ"
02/08/2021 07:57:13 პოლიტიკა
"შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხით კერძო სახლის ყიდვასაც შეძლებთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.
„დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხს მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც უკვე დავიწყებთ და დღეს ოფიციალურად გამოვიტანთ ამ პროგრამას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


